Sunday, June 21, 2015

რენინგის მე-9 დღე   მნიშვნელოვანი  და  საინტერესო  იყო.გავაკეთეთ  პრეზენტაციები.  ვისწავლეთ,როგორ  გავაკეთებინოთ ბავშვებს  პრეზენტაციები.  ვნახეთ  ერთმანეთის  პორტფოლიოები.  გავუკეთეთ  უკუკავშირი.
გავიარე  ტრენინგი:პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება".ტრენინგი  ნაყოფიერი  იყო. ვისწავლეთ  ბლოგზე  შესვლა, კომენტარების  გაკეთება,  ფოტოების  ატვირთვა.ვისწავლეთ  ბუკლეტის  შექმნა და მაკრატლის გამოყენება, გავეცანით შეფასების  სისტემებს.ვისწავლეთ  პრეზენტაციების გაკეთება, გავეცანით სხვადასხვა  მოდულებს.ვიმსჯელეთ,თუ როგორ დაეხმარება ინტერნეტის გამოყენება მოსწავლეებს ოცდამეერთე  საუკუნის და მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებაში.
გავარკვიეთ  მასწავლებლის,როგორც ფასილიტატორის როლი პროექტის  მსვლელობაში,ვნახეთ  შეფასების  რუბრიკები, მოსწავლის  ნაშრომები  და  სხვა. კმაყოფილი  დავრჩი  ტრენერის  ენერგიული  მუშაობით. იმედი  მაქვს  მიღებულ  ცოდნას  გამოვიყენებ  პრაქტიკაში.

ტრენინგის  მე-8  დღე  კიდევ უფრო  საინტერესო  იყო  ჩემთვის. ვისწავლე  გუგლდრაივის  გამოყენება.ვისაუბრეთ  ფასილიტაციაზე.განვიხილეთ  შეფასების  რუბრიკები.შევაფასეთ  ერთმანეთის  ნაშრომები,რომელიც  მორგებული  იყო  ჩვენი  მოსწავლის  ნაშრომზე.გადავხედეთ  ჩვენს  პორთფოლიოს..დღევანდელი  დღით კმაყოფილი  ვარ.
ტრენინგის მე-7 დღე    ძალიან  საინტერესო  იყო. განვიხილეთ  მეხუთე  მოდული.გავეცანით  ერთმანეთის  ნაშრომებს.გავუკეთეთ  კომენტარები.ვისაუბრეთ  სპეციალური  საჭიროების  მქონე  ბავშვებზე. განვიხილეთ  გარდნერის  მრავალმხრივი  ინტელექტი.ამ  ტრენინგით  ძალიან  კმაყოფილი  ვარ.


Sunday, June 14, 2015

ტრენინგის  მეექვსე  დღით  კმაყოფილი  ვარ. ვიმუშავეთ  პროექტებში  ინტერნეტის  გამოყენებაზე. ვიმსჯელეთ,როგორ დაეხმარება  მოსწავლეებს  ინტერნეტის  გამოყენება  21-ე საუკუნისა  და  მაღალი  სააზროვნო  უნარების  განვითარებაში. დავათვალიერეთ  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომები.ვისაუბრეთ  როგორ  გვეხმარება მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  მიმართულების  მიმცემ საკვანძო  კითხვებზე  პასუხის  გაცემაში.
ვისწავლეთ  გუგლდრაივის  გამოყენება  და  ავტვირთეთ  ბლოგზე.
ავტვირთე  ჩემი  ნაშრომი  და  ძალიან  საინტერესო  იყო.
        ტრენინგის  მეხუთე  დღე  ძალიან  საინტერესო  იყო. განვიხილეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები და     გავუკეთეთ   ერთმანეთს  უკუკავშირი.გავეცანით  საავტორო  უფლებების  დაცვას.ეს  ყველაფერი,რაც  ვისწავლე  შემიძლია  გამოვიყენო  ბავშვებთან მუშაობის  დროს.

Sunday, June 7, 2015

ტრენინგის  მეოთხე  დღით კმაყოფილი  ვარ.  ვისწავლე  მაკრატლის  გამოყენება. საინტერესო   იყო                     შეფასებისა  და  სტრატეგიების  განხილვა. გავაკეთეთ  ერთმანეთთან  მიმოწერა, გავუკეთეთ  კომენტარები,ვისწავლეთ უკუკავშირი.განვივითარეთ  ვორდში  მუშაობა.

Sunday, May 31, 2015

ტრენინგის მე-3 დღე  ძალიან  საინტერესო  იყო.განვიხილეთ სტანდარტისა  და მიზნების რუბრიკა,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შეფასების ლექსიკა.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები,ვებზე დაფუძნებული კოლაბორაციული სწავლება.


ტრენინგის 1-2 დღე

მოვედი  ტრენინგზე.ვისწავლე მოდული.ახალი  ტერმინები. ვიმუშავეთ  ელექტრონულ  წიგნზე,გავეცანი სტანდარტებს  და  ვისაუბრეთ  თუ  როგორ უნდა შევუსაბამოთ ჩვენს პროექტს.

ტრენინგის მეორე  დღე უფრო საინტერესო იყო.შევქმენით  ბლოგი. ვისწავლეთ  რეფლექსიის  გაგზავნა.შევისწავლეთ  ისეთი  საკითხები,რომლებიც გამომადგება პროექტზე  მუშაობის  დროს.ჯგუფის  წევრები  ვთანამშრომლობდით  ერთმანეთთან.